ეს საინტერესოა!
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები 2018
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა გულისხმობს საქართველოში განათლების დონის საერთაშორისოსტანდარტებთან გათანაბრებას და ახალგაზრდებში ისეთი ცოდნის მიღებასა და უნარების განვითარებას, რომელიცპასუხობს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს. აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთ-ერთიეფექტური საშუალებაა მოსწავლეთა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა.
საერთაშორისო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგძლივი გამოცდილებით. მაგ. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას (IMO) საფუძველი ჩაეყარა 1959 წელს რუმინეთში და მასში მხოლოდ 7 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. დღეისათვის მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 100-ზე მეტია. ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა პირველად 1967 წელს ჩატარდა პოლონეთში და დღეისთვის მასში 90-მდე ქვეყანა მონაწილეობს, ინფორმატიკის ოლიმპიადა (IOI) დაიწყო 1989 წელს ბულგარეთში და მასში 80-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, ქიმიის ოლიმპიადა (IChO) 1968 წლიდან ტრდება და 90-მდე მონაწილე ქვეყანას აერთიანებს, ხოლო ბიოლოგიის (IBO) ოლიმპიადა იმართება 1989 წლიდან და მასში მონაწილეობას ღებულობს 60-ზე მეტი ქვეყანა. აღნიშნულ ოლიმპიადებს ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნები მასპინძლობენ.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრებ გუნდებს ბოლო 10 წლის მანძილზე მოპოვებული აქვს 3 ოქროს, 13 ვერცხლის, 64 ბრინჯაოს მედალი და 38 საპატიო სიგელი.
საქართველო 2018 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს წარადგენს ხუთ დისციპლინაში: ქიმიაში, ფიზიკაში, ინფორმატიკაში, მათემატიკაში და ბიოლოგიაში.
ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები შეირჩევა 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად, ხოლო ინფორმატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდი დაკომპლექტება სამინისტროს მიერ კონკურსის წესით შერჩეული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ინფორმტიკის ოლიმპიადის შედეგებისა და შესარჩევი ტურის შედეგად.
შესარჩევი ტურები გაიმართება შემდეგი განრიგით:
ა) მათემატიკა და ბიოლოგია:
აა) პირველი ტური - 5 მაისი
ა.ბ) მეორე ტური - 6 მაისი
ბ) ფიზიკა და ქიმია:
ბ.ა) პირველი ტური - 12 მაისი
ბ.ბ) მეორე ტური - 13 მაისი
გ) ინფორმატიკა
გ.ა) პირველი ტური - 19 მაისი
გ.ბ) მეორე ტური - 20 მაისი
შესარჩევი ტურების შედეგებისა და საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებსა და სარეზერვო შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ნაკრები გუნდები მათემატიკაში, ფიზიკაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში, რეზერვისტებთან ერთად საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე დადგენილი წესის შესაბამისად გაივლიან მომზადების ეტაპს.
წვრთნების დასრულების შემდეგ:
ა) ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ფიზიკის 49–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IPhO 2018 (პორტუგალია, ლისაბონი, 21-29 ივლისი);
ბ) მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2018 (რუმინეთი, კლუჟ-ნაპოკა, 3-14 ივლისი);
გ) ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ინფორმატიკის 30-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2018 (იაპონია, ცუკუბა, 1-8 სექტემბერი);
დ) ბიოლოგიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ბიოლოგიის 29-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2018 (ირანი, თეირანი, 15-22 ივლისი);
ე) ქიმიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ქიმიის 50-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IChO 2018 (ჩეხეთი-სლოვაკეთი, პრაღა-ბრატისლავა, 19-29 ივლისი).
No comments:
Post a Comment