პროექტები და ღონისძიებები
1.პროექტის სახელწოდება: დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები მოიძიებენ გაერთიანებული სამეფოს ნაწილების შესახებ ინფორმაციას და შეისწავლიან მათ.
3.პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია, რადგან მოსწავლეებს ეექნებათ საშუალება შეისწავლონ იმ ქვეყნის თავისებურბები, რომელ ენასაც სწავლობენ სკოლაში. მათ შეეძლებათ დამხმარე ლიტერატურის და ინტერნეტის გამოყენებით მოიძიონ ინფორმაცია, გაეცნონ გაერთიანებულ სამეფოს ნაწილებს, შეისწავლონ ისინი.
4.პროექტის მიზნები: ეს პროექტი მისცემს მოსწავლეებს საშუალებას საფუძვლიანად გაეცნონ გაეცნობიან ინგლისის, შოტლანდიის, ეულსის და ჩრდილოეთ ირლანდიის ისტორიას.
მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის დროს თანამშრომლობითი უნარები.
მოსწავლეები ასევე შეძლებენ გამოიმუშაონ პრეზენტაციის გაკეთების და წარდგენის უნარები.
5.მონაწილეთა ასაკი:12-13 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შექმნიან ინგლისის, ეულსის, შოტლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის პლაკატებს და გაკეთდება კედლის გაზეთი. დაიგეგმება დღე, როდესაც მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციებს და გააცნობენ თავის ნამუშევრებს ფართო აუდიტორიას, რაც შემდეგ აიტვირთება სკოლის ვებ-გვერდზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პლაკატები, საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაიყოფიან 4 ჯგუფებად, რომელსაც ეყოლებათ ლიდერები. თითოეული ჯგუფი მიიღებს გაერთიანებული სამეფოს თითო ნაწილს, რის შესახებაც უნდა მოამზადოს პრეზენტაცია. ჯგუფის თითოეული წევრს ექნება თავისი მოვალეობა. მასწავლებელი მიუთითებს წყაროებს, სადაც მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ პროექტზე 3 კვირის განმავლობაში. პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი კომენტარებით. შემდეგ წარადგენენ პრეზენტაციებს, რომელიც მომზადებული ექნებათ Powerpoint-ში.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტ, ისტორია.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ხატია ტაბატაძე
12.ხელმძღვანელის ელ ფოსტა: khatia90@gmail.com
13.პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: https://khatiatabatadze.blogspot.com/p/blog-page_10.html
Subscribe to:
Posts (Atom)
ძალიან საინტერესოა ყოჩაღ ხატია მასწავლებელო
ReplyDelete